Return to საქმიანობა

კონფერენციები

Create your own banner at mybannermaker.com!
Make your own banner at MyBannerMaker.com!

საერთაშორისო კონფერენცია “თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები”

2015 წლის 21-23 ოქტომბერს ქ.თბილისში გაიმართა სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე მასალები და ტექნოლოგიები“.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები:
 ნახევარგამტარული და ზეგამტარი მასალების მიღება და კვლევა;
 თერმოელექტრული მასალები, ბატარეები, გენერატორები;
 ფოტოელექტრული გარდამქმნელები და ოპტოელექტრონული ხელსაწყოები;
 ნანომასალები და რადიაციული ნანოტექნოლოგიები;
 თანამედროვე კომპოზიციური მასალები,ტექნოლოგიები, ნაკეთობები;
 კრიოგენული ტექნიკა და ტექნოლოგიები;
 დინამიკური პროცესები უწყვეტ გარემოში;
 რადიონუკლიდებითა და საშიში ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული ტერიტორიების კვლევა და მონიტორინგი.

კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დიდ სააქტო დარბაზში საზეიმოდ გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკადემიკოსმა თემურ ნანეიშვილმა.
კონფერენციის მონაწილეების წინაშე ინსტიტუტის შექმნისა და განვითარების ეტაპების და ძირითადი მიღწევების შესახებ ვრცელი მოხსენებით წარსდგა ინსტიტუტის დირექტორი გურამ ბოკუჩავა.
სხდომაზე მისალოცი სიტყვებით გამოვიდნენ: სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი.
უკრაინის ელჩი საქართველოში გიორგი ნაზაროვი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა
დახურული ბირთვული ცენტრების ბრიტანული პროგრამის ხელმძღვანელი პატრიკ გრეი
მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი გიორგი ესაძე
უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თერმოელექტროობის ინსტიტუტის დირექტორი, თერმოელექტროობის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი ლუკიან ანატიჩუკი, რომელმაც ინსტიტუტს გადასცა თერმოელექტროობის საერთაშორისო აკადემიის დიპლომი.
გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის პარტნიორის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი „ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი“-ს დელეგაცია – ვლადიმერ ჩიჟოვი, ბორის შიროკოვი და ვლადიმერ ლევენეცი.
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ფერნანდო მარკისი
სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამის დეკანი დოქტორი კენ უოლში
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნოდარ ცინცაძე
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი
ჯონი აფაქიძე
ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ილხომ სადიკოვი
ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა
და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი გიორგი თავაძე
მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტის დირექტორი ამირან ბიბილაშვილი
გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სოხუმის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში უშუალო მონაწილის პიტერ-ადოლფ ტისენის შვილმა, პროფ. კლაუს ტისენმა (რომელიც ასევე მუშაობდა ინსტიტუტში), საინტერესო მოგონებებით სინოპის ინსტიტუტზე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნა ოთხი პლენარული მოხსენება:
ლუკიან ანატიჩუკი (უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი) – ისტორიული საკითხები, თანამედროვე მდგომარეობა და თერმოელექტროობის შემდგომი განვითარების ტენდენციები.
ფერნანდო მარკისი (სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი) – ნახშირბადის ნანომილაკებიანი ნანოსითხეების ფიზიკა და ნანოსტრუქტურირებული მასალები მულტიფუნქციური გამოყენებისათვის.
მილტონ ტორიკაჩვილი (სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორი) – ახალი ზეგამტარი და მაგნიტური მასალების შესწავლა მაღალი წნევის პირობებში.
ანზორ გულდამაშვილი – იონური იმპლანტაციის განვითარების ძირითადი ეტაპები სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში.
კონფერენცია 22 და 23 ოქტომბერს გაგრძელდა სასტუმროში „ Blu Iveria“.
კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 72 მოხსენება.
კონფერენციას ესწრებოდნენ მეცნიერები და მკვლევარები მსოფლიოს 44 სამეცნიერო ცენტრიდან.
კონფერენციის დასკვნითი სხდომაზე, რომელიც გაიმართა 23 ოქტომბერს სასტუმროში „ Blu Iveria“, სიტყვით გამოვიდნენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მეცნიერები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს კონფერენციის როგორც სამეცნიერო, ასევე ორგანიზაციულ ხარისხს.
კონფერენციის მოხსენებები გამოიცა შრომათა კრებულის სახით.

 

კონფერენციის პროგრამა – გადმოწერა / ნახვა

Leave a Reply

Your email address will not be published.

MyBannerMaker_Banner (1)